„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

სარჩელის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში

ცოტა ხნის წინ სხდომა დასრულდა გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც „ძლიერი საქართველოს“ სარჩელი განიხილებოდა. სარჩელი კასპის 30-მე სარჩევნო ოლქის შედეგების ბათილობას, საარჩევნო უბნებზე ვერიფიკაციის აპარატებიდან მონაცემების ამოღებასა და ტრადიციული მეთოდით ჩატარებული უბნებიდან სამაგიდო სიების გახსნას ეხებოდა. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა კოალიციის ორი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა ვიდეომტკიცებულებების დართვასა და მოსამართლის აცილებაზე. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ლევან სამუშია, რომელიც აცხადებს, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რომ ხელმოწერების ნამდვილობა ყოფილიყო შემოწმებული. „ძლიერი საქართველო“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და აცხადებს, რომ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის იმედი არ აქვთ და მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას ენდობა.

მიდიხარ არჩევნებზე?