საპარლამენტო არჩევნები 2024 – ვითარება მარნეულში
ცესკო-ს ინფორმაციით, მარნეულის №69 უბნის მონაცემები, სადაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ჰქონდა ადგილი, ბათილად გამოცხადდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ინციდენტი მოხდა №4 უბანზეც. არსებული ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა კომისიის წევრსა და საია-ს დამკვირვებელს შორის.