„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი

გაიმართება თუ არა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ორშაბათს – კითხვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.

საყოველთაობის და ხმის ფარულობის დარღვევის არგუმენტით სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვს. იმავე გზას მიმართავს ოპოზიციაც, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარ სარჩელში 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას სთხოვს. თუ სასამართლო სარჩელებს წარმოებაში მიიღებს, განხილვის დროდ ერთი თვეა გათვალისწინებული. ახლად არჩეული პარლამენტი ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან არაუგვიანეს ათი დღისა უნდა შეიკრიბოს. კონსტიტუციონალისტების ნაწილი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის მიმდინარეობის დროს პარლამენტს შეკრების და 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის უფლება არ აქვს. საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვის პროცედურას სხვანაირად განმარტავს მმართველი გუნდი.

თეონა მანაგაძე მუშაობდა თემაზე.

მიდიხარ არჩევნებზე?