„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

საარჩევნო დავების განხილვა სასამართლოში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო უკვე მე-5 საათია განიხილავს კოალიცია „ჩემი ხმის“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელებს.

მოსარჩელე მხარე დასავლეთ საქართველოში არსებული ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. სხდომაზე „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა და შოთა სირაძის აცილება ითხოვა. ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, სირაძე მოსამართლეობამდე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი იყო ხობის მუნიციპალიტეტში, ამავე დროს მისი შვილი ვაჟა სირაძე შსს მაღალჩინოსანია. მოსამართლეებმა ხათუნა ხომერიკმა და ზაზა რამიშვილმა არ დააკმაყოფილეს შუამდგომლობა და სირაძე დაუბრუნდა მოსამართლეთა კოლეგიას. სხდომაზე მოსარჩელე მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, ისინი შემთხვევითობის პრინციპით საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენების შემოწმებას ითხოვდნენ, რათა ენახათ რამდენად იყო დაცული არჩევანის ფარულობის უფლება. თუმცა, მოსამართლეთა კოლეგიამ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მიდიხარ არჩევნებზე?