„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

საარჩევნო დავების განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დასავლეთ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებისა და ოლქების შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით კოალიცია „ჩემი ხმის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელები. მოსარჩელე მხარე ოზურგეთის, სენაკის, ფოთის და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქების, ასევე ბათუმის 33, ხობის 1-ლი და სენაკის მე-3 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა. სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა შუამდგომლობით, რომლითაც საარჩევნო ბიულეტენების გახსნა და გადამოწმება სთხოვა, რათა დადასტურებულიყო ბიულეტენის მეორე მხარეს მარკერის გასვლის ფაქტი, ასევე მოსამართლე შოთა სირაძის აცილება, სასამართლო პროცესში ცესკო-ს მესამე მხარედ ჩართვა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საქმეზე მტკიცებულებად დართვა ითხოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო, დანარჩენი შუამდგომლობები კი არ დააკმაყოფილა. მოპასუხე მხარის შუამდგომლობა გუშინ ცესკო-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დისკის სახით დართვოდა საქმეს მტკიცებულებად, სასამართლომ დააკმაყოფილა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელებს 2 დღის განმავლობაში განიხილავდა. მოსამართლეთა კოლეგიამ უცვლელად დატოვა საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებები.

მიდიხარ არჩევნებზე?