„ქართული ოცნების“ წევრების საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ნავთლუღის დასახლებაში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა. შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და მოსახლეობასთან ერთად განიხილა არსებული გამოწვევები.
ალავერდის საკათედრო ტაძარში კი საზეიმო წირვას „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ირაკლი ქადაგიშვილი ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრო. 26 სექტემბერს წმ. ქეთევან დედოფლის ხსენების დღე აღინიშნება.

მიდიხარ არჩევნებზე?