„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია
მმართველი გუნდის განახლებული შემადგენლობა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენამ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. განსაკუთრებული აქცენტი პირველ ნომერზე კეთდება. სიის სათავეში პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილია. ამ გადაწყვეტილებას ოპონენტები არჩევნებში დამარცხების შიშით ხსნიან. ჩამონათვალში არიან პარტიის სტაჟიანი წევრები, მოქმედი პარლამენტარები, ცნობილი სპორტსმენები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ოცეულში ვერ მოხვდა გუნდის რამდენიმე აქტიური სახე. ახალი სახეების გამოჩენას ოპოზიციის რიგებში საკმაოდ ნეგატიური და შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა. ამჯერადაც მათი კრიტიკის მთავარ სამიზნეებად სპორტსმენები იქცნენ.
როგორ დაკომპლექტდა პირველი ოცეული და რა ნიშნითა და კრიტერიუმით შეირჩნენ გუნდის ახალი სახეები – თეონა მანაგაძე მუშაობდა თემაზე.