„ქართული ოცნების“ საარჩევნო გზავნილები
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ გორში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ოთხ ძირითად ამოცანაზე, რომლის შესასრულებლადაც მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ისაუბრა ტერიტორიულ მთლიანობაზე, მართლმადიდებლობის როლზე, ოჯახურ ღირებულებებსა და ევროინტეგრაციაზე.