„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

არჩევნების შედეგების გარშემო დავა სამართლებრივ სივრცეშიც ინაცვლებს.

ცესკო-ს მიმართვის შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ხვალ გამოკითხვაზე დაბარებულია პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ცესკო-ს მონაცემებს მასობრივად გაყალბებულად აცხადებს. სალომე ზურაბიშვილი პროკურატურას რამდენიმე ვიდეომასალის გამოქვეყნებით პასუხობს და საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს. ხმების დუბლირების და ვერიფიკაციის აპარატებით ე.წ. კარუსელის ბრალდების შემდეგ პრეზიდენტი, პოლიტიკური აქტორები და ადგილობრივი დამკვირვებლები გაყალბების სხვა სქემაზე ააქტიურებენ საუბარს. ქაღალდი, რომელზეც ბიულეტენები იყო დაბეჭდილი, ხმის მიცემის ფარულობას ვერ უზრუნველყოფდა – ასეა ფორმულირებული ხელისუფლების ოპონენტთა ახალი ბრალდება. სწორედ ამ არგუმენტით ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია უბნების 90%-ზე შედეგების ბათილად გამოცხადებას მოითხოვს. პროცედურების ზუსტად დაცვის შემთხვევაში ფარულობის პრინციპის დარღვევას გამორიცხავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც თავს უსაფუძვლო თავდასხმების ობიექტად მიიჩნევს. ოპონენტების 300 000 ხმის გაყალბების დამადასტურებელ მტკიცებულებებს ითხოვს მმართველი გუნდი, რომელიც რიტორიკას და ტონს ამკაცრებს.

მიდიხარ არჩევნებზე?