„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნული გამოძიების ფარგლებში იყო პროკურატურაში დაბარებული საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს ბრიფინგზე არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა საგამოძიებო უწყებაში მისვლას, თუმცა მოუწოდებს უწყებას, მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება შეწყვიტოს. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა მედიას წარუდგინა ვიდეომასალები, რომელშიც საარჩევნო უბნებზე სავარაუდო გადაცდომებია დაფიქსირებული. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მტკიცებულებების არ წარდგენა იქნება იმის დასტური, რომ მათ გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ. ოპოზიციაში კი პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ და განმარტავენ, რომ ამ საქმის გამოძიება საერთაშორისო დონეზე უნდა მოხდეს.

მიდიხარ არჩევნებზე?