პარტია „გახარია საქართველოსთვის’ განცხადება

ხაზარაძე-გახარიას შორის შეთანხმება ვერ შედგა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი . „მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაში. ასევე, მადლობას ვუხდით „ლელოს“ დისკუსიაში მონაწილეობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ, მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდაკოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდაკონსენსუსს ვერ მიაღწია. საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ჩვენსა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.” – ნათქვამია განცხადებაში.

მიდიხარ არჩევნებზე?