მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაპირისპირება იყო, რამაც საარჩევნო პროცესი შეაფერხა

მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო, რამაც საარჩევნო პროცესი შეაფერხა.

დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის.

რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ შენიშნეს ადამიანი, რომელიც რამდენჯერმე ცდილობდა უბანზე შესვლას და ხმის მიცემას, რაც გააპროტესტეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის საარჩევნო უბანთან მშვიდი ვითარებაა.

მიდიხარ არჩევნებზე?