„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

მამუკა ხაზარაძის განცხადება

საკითხს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას, გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო, მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა, უარი ეთქვა ამ ნაბიჯზე,“ – წერს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გვერდზე გადადო წარსული რთული ურთიერთობა გიორგი გახარიასთან და მოლაპარაკებას სრული სერიოზულობით მოეკიდა. ხაზარაძის განცხადების მიხედვით, გიორგი გახარიამ შეთანხმებაზე უარის თქმის მიზეზად ცუცქირიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ დაასახელა, რაც ხაზარაძის თქმით, არასერიოზულია.

 

მიდიხარ არჩევნებზე?