კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადება

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დღეს რუსთავში იმყოფებოდნენ. საგანგებო ბრიფინგი ბადრი ჯაფარიძემ და ანა დოლიძემ ქალაქის 21-ე საჯარო სკოლასთან გამართეს. სკოლას ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება. პოლიტიკოსების განცხადებით, სკოლების სარემონტო სამუშაოები ჭიანურდება და მოსწავლეებს სრულყოფილად განათლების მიღების საშუალება არ აქვთ. დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერდა პარტიის მთავარი დაპირებებიც. 1 000-ლარიანი პენსია და ევროპული კურსი.

 

მიდიხარ არჩევნებზე?