„კოალიცია ცვლილებისთვის“ რეგიონებში ოფისების გახსნას განაგრძობს

კახეთის რეგიონში საარჩევნო შტაბები გახსნა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“.

გურჯაანის ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ყველა მომდევნო ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ მათ სურთ მუშაობა, ხელისუფლებაში უნდა იდგნენ ხალხის სამსახურში და არა პირიქით. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ კი აღნიშნა, რომ ცვლილებების მოლოდინი არის ის, რაც აერთიანებს მთელ საქართველოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, 26 ოქტომბერს წყდება საკითხი, იქნება თუ არა ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული.

მიდიხარ არჩევნებზე?