ხმების ხელახალი გადათვლა ზუგდიდის ხუთ უბანზე
ზუგდიდის № 67 საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ხუთ საარჩევნო უბნის შედეგები ხელახლა გადათვალა.
არც ერთი უბნის შედეგებში რაიმე სახის ცდომილება არ იყო. ხმების გადათვლის პროცესს ესწრებოდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები. ხუთივე უბანი შემთხვევითობის პრინციპით იყო არჩეული. ზუგდიდის N 67 საარჩევნო ოლქში 116 526 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის უფლებით 55098 ამომრჩეველმა ისარგებლა.