გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, რატომ დაგვიანდა ცესკო-ს ვებგვერდზე არჩევნების შედეგების გამოქვეყნება

გვინდოდა, რომ ის წინასწარი მონაცემები, რომელსაც გარკვეულ დროს გამოვაცხადებდით, ამ მონაცემებს აესახა მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა ყველა საარჩევნო ოლქიდან. რისი შესაძლებლობაც ჩვენ ამ დრომდე რეალურად არ გვქონდა, რადგან ჯერ კიდევ შემაჯამებელი ოქმები წარდგენილი არ არის და არ არის გადმოცემული ყველა ოქმი, რომ უფრო ფართო სურათი გაგვეზიარებინა თქვენთვის, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე.

„უკვე დილით შვიდი საათია და მინდა, გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ შემაჯამებელი ოქმების გადმოცემის პროცესებთან დაკავშირებით და წინასწარი მონაცემები, რომელიც გარკვეული უბნების მიხედვით გააჩნია ცესკო-ს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოტა შევყოვნდით გამოქვეყნების ჭრილში, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც მოგვეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან, განთავსებული იყო ჩენს ვეგბგვერდზე. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა ამ ოქმებს და გაეკეთებინათ დაჯამება.

​არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი ამ არჩევნებთან მიმართებაში, მის შედეგებზე. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, რომ ის წინასწარი მონაცემები, რომელსაც გარკვეულ დროს გამოვაცხადებდით, ამ მონაცემებს აესახა მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა ყველა საარჩევნო ოლქიდან. რისი შესაძლებლობაც ჩვენ ამ დრომდე რეალურად არ გვქონდა, რადგან ჯერ კიდევ შემაჯამებელი ოქმები წარდგენილი არ არის და არ არის გადმოცემული ყველა ოქმი, რომ უფრო ფართო სურათი გაგვეზიარებინა თქვენთვის.

მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გვსურდა, რომ წინასწარის წინა მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატული და აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებოდით შესაბამის ოქმებს, ყველა საარჩევნო ოლქიდან, რომელიც გარკეულწილად უზრუნველყოფდა ამ პროპორციების დაცვას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია შვიდი საათის მდგომარეობის შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით.

მიდიხარ არჩევნებზე?