„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება გრძელდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაიკითხა. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, კითხვები ძირითადად მის მიერ ჩაწერილ ვიდეოს შეეხებოდა, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არჩევნების შესაძლო გაყალბების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე საუბრობს. პროკურორის განცხადებით, ჯაფარიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა და რაიმე კონკრეტული ფაქტი, რომელიც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მიუწოდებია. გუშინ კი არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაკითხეს ლონდა თოლორაია, ნათია მეზვრიშვილი და მამუკა ხაზარაძე. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროკურატურას არ ენდობიან და სწორედ ამიტომ მოითხოვეს მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა. პარალელურად, სახელისუფლებო გუნდმა პროკურატურაში მორიგი მტკიცებულებები წარადგინა. საუბარია 102 კონკრეტულ შემთხვევაზე.

მიდიხარ არჩევნებზე?