„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ფაქტები და აღქმები არჩევნების გარშემო – პოლიტიკური პოზიციები

ხმის ფარულობის დარღვევა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ოპოზიცია ხელახალი არჩევნების დანიშვნას და კენჭისყრის საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით ჩატარებას ითხოვს.

გაყალბების სქემებად სახელდება პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ე.წ. კარუსელი და მონაცემების დუბლირებაც. ოპოზიციონერი ლიდერები სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების გასაჯაროებას აანონსებენ. ყველა ბრალდება მანიპულაცია და აღქმაა მმართველი გუნდისთვის, რომელიც ოპონენტებს მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლებას კითხვები აქვს იმ კომპანიების მისამართითაც, რომლებმაც ორი ტელეკომპანიის დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარეს და ცესკო-ს წინასწარი მონაცემებისგან მკვეთრად გასხვავებული შედეგები წარმოადგინეს. გაყალბების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას მიიჩნევს ცესკო, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს.

მიდიხარ არჩევნებზე?