ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების ვიზიტი

​​ეუთო-ოდირის შემდეგ საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ესტუმრა.

26 ოქტომბრამდე დარჩენილ პერიოდს და საარჩევნო კამპანიას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დააკვირდება, რომელიც ექვსი წევრისგან შედგება. სტუმრებმა ვიზიტი პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყეს, იყო საუბარი მესამე სექტორის წარმომადგენლებთანაც. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მისიის წევრებს წინასაარჩევნო გარემოზე და იმ გარემოებებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რაც, მათივე განმარტებით, მუშაობაში ხელს უშლით და საქმიანობას ართულებს. საუბრის თემა იყო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახლად ამოქმედებული კანონიც, რასაც მესამე სექტორის წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოების გაქრობის მცდელობად მიიჩნევენ. სადამკვირვებლო მისიას წინასაარჩევნო პერიოდზე ესაუბრნენ მედიის სფეროს წარმომადგენლებიც.

 

მიდიხარ არჩევნებზე?