„ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია
„ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს ბრიფინგი რუსთავში გამართა. დავით კირკიტაძემ ქალაქის ცენტრიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა. კირკიტაძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ბოდიში რუსთაველებს მოუხადონ დაუსრულებელი რუსთავ-თბილისის გზის, საწარმოებში არსებული დაბალი ხელფასებისა და სტუდენტების პრობლემების გამო.