„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პენსიონერებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, 1-ელ დეკემბრამდე ჩამოაწერენ საპენსიო სესხებს, პენსია გაიზრდება 1 000-ლარამდე და მოხდება მედიკამენტების სუბსიდირება. ვაშაძის თქმით, პენსიონერებს, ვინც დღეს საპენსიო სესხით სარგებლობს, მაღალი პროცენტს გადახდა უწევს, რაც ვაშაძის თქმით, მათი გამარჯვების შემთხვევაში განულდება.

მიდიხარ არჩევნებზე?