„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე, დიდ დიღომში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და პარტიის 5 პრიორიტეტიანი სტრატეგია გააცნო. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, იზოლაცია, სოციალური პრობლემები, მაღალი ფასები, დაბალი შემოსავალი, ემიგრაცია, – ეს მუდმივი პრობლემები ხალხს 12 წელია აწუხებს.

ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მიდიხარ არჩევნებზე?