„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალურმა მდივანმა მედიასთან მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ისაუბრა.
ინიციატივის შინაარსი ასეთია: ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით მინიმალური – ორი ლარი და 30 თეთრი უნდა იყოს, ხოლო საფერავი – სამი ლარი და 50 თეთრი. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ისინი ამ ინიციატივით ყველა მევენახის ოჯახში შევლენ. მან ამ მიმართულებით ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.