„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სოფელ შინდისში. ბრიფინგი გია ჯაფარიძემ, თამარ კორძაიამ და გორის საკრებულოს დეპუტატმა ბექა ქორჩილავამ გამართეს. მათ 2016-2018 წლებში „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდის მიერ რეაბილიტირებულ სკოლებსა და ამერიკა-ევროპის დახმარებაზე ისაუბრეს. ლიდერებმა სკოლებში კვების აუცილებლობას გაუშვეს ხაზი და მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.