„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
14 მილიარდი ევრო საქართველოსთვის – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, ისინი გამარჯვებისთანავე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს გახსნიან, რაც ქვეყანას დამატებით 14 მილიარდ ევროს მოუტანს. მათი განცხადებით, აღნიშნულ თანხას ხელისუფლება ბლოკავს. ოპოზიციის ნაწილისთვის გაუგებარია, რა 14 მილიარდზე საუბრობს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. მმართველ გუნდში კი აღნიშნულ განცხადებას მორიგ დეზინფორმაციად აფასებენ და ოპოზიციურ პარტიას ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებენ.