„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

„ძლიერი საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის განცხადება

„ძლიერი საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი, თამარ შიოლაშვილი, რომელიც იმავდროულად კომისიის წევრიც იყო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მას პარტიიდან აძლევდნენ ისეთ დირექტივებს, რომელიც კანონის მოთხოვნებს საერთოდ არ შეესაბამებოდა. მისი თქმით, მას მიუთითებდნენ, რომ საუბნო კომისიების წევრების არჩევისას არავითარ შემთხვევაში მხარი არ დაეჭირა კანდიდატურებისთვის, რომელთა შორის, როგორც თავად ამბობს იყო ბევრი წესიერი, გამოცდილი ადამიანი, მიზნად დაესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა ყველა საკითხზე, მიუხედავად საფუძვლების არსებობისა, ხელი არ მოეწერა ოქმზე, „კომუნიკაციისთვის შექმნილი იყო ერთიანი კოალიციის „ჩათი“ სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა, რომელიც იგზავნებოდა კოალიციაში შემავალი სხვა პარტიიდან ძირითადად ლელოდან“ – წერს შიოლაშვილი და აქვეყნებს იმ „სქრინებს“, სადაც ამგვარი მითითებებია მოყვანილი.

მიდიხარ არჩევნებზე?