არშემდგარი ერთობა – პოლიტიკური შეფასებები
გახარია-ხაზარაძის გაერთიანების უშედეგო მცდელობა პოლიტიკურ სპექტრში ისევ გამოხმაურებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი იმედგაცრუებულია, ნაწილი კი წარსულში მკვეთრად დაპირისპირებული მხარეების ერთ პოლიტიკურ კოალიციაში მოქცევას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა.
გარედან მართული პროცესი, რომელიც მარცხისთვის იყო განწირული – ასეთია მმართველი გუნდის შეფასებები. „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის სისუსტეზე მიუთითებენ.
გახარია-ხაზარაძე კი დღეს ისევ ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. მოლაპარაკებების ჩაშლაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ და თავიანთ პოზიციას სხვადასხვა არგუმენტით ამყარებენ. ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც კოალიციის შექმნის ინიციატორი იყო.