„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

არჩევნების შედეგები და ოპოზიციის გეგმები

ოპოზიცია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების გასაჯაროებას აანონსებენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით ამომრჩეველზე ზეწოლა, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-გამოყენება, მოსყიდვა, დაშინება – ეს ის სქემებია, რომლითაც ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი ბრალდებების გამყარებას ცდილობენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები გაყალბების სქემაში ცესკო-ს თავმჯდომარის მონაწილეობაზეც მიანიშნებენ, უკვე გაისმა მოთხოვნა მის მიმართ გამოძიების დაწყებაზე. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ხელისუფლება, რომელიც ამომრჩევლების მობილიზებას საერთაშორისო სტანდარტად მიიჩნევს და ოპონენტებს საერთაშორისო ორგანიზაციების საარჩევნო ინსტრუქციებს ახსენებს. რეგიონებში მმართველი პარტიის მხარდაჭერის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს კი ხელისუფლება დელეგატების აქტიურობით ხსნის და ოპონენტებს პასიურობის გარდა ქსენოფობიურ კამპანიაშიც ადანაშაულებს.

გაყალბების მტკიცებულებები თუ მანიპულაციები – პოსტსაარჩევნო ურთიერთბრალდებებს მანანა დევაძე ისმენდა.

მიდიხარ არჩევნებზე?