არჩევნები 2024 – პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მმართველი გუნდი და ოპოზიცია კი ძირთადად ურთიერთბრალდებების რეჟიმში იმყოფებიან. პარალელურად გრძელდება მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც პოლიტიკოსები პოტენციურ ამომრჩეველს სხვადასხვა, მათ შორის სოციალური მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს აცნობენ და უხსნიან, რატომ უნდა დაუჭირონ მათ პარტიას მხარი 26 ოქტომბერს.
მმართველი გუნდის მისამართით ისმის ბრალდებები ოპონენტთა პოლიტიკური დევნის თაობაზე, რასაც „ქართულ ოცნებაში“ სიცრუეს უწოდებენ. საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს ცესკო, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, ხვალ კიდევ ერთი იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება.