არჩევნები 2024 – პარტიების საარჩევნო კამპანია
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 34 დღე რჩება, საარჩევნო მარათონი კი სულ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავენ და მოსახლეობას საკუთარ პროგრამას აცნობენ. იხსნება რეგიონული ოფისებიც. პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად წელს პოლიტიკურ სუბიექტებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.