არჩევნები 2024 – პარტიების საარჩევნო კამპანია

საპარლამენტო სიების პრეზენტაცია, დაპირებები, პოლიტიკური ხედვების ამომრჩევლამდე მიტანა – წინასაარჩევნო აქტივობები გრძელდება.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ელექტორატს საკუთარ პროგრამებს აცნობენ, ჟღერდება ახალი ინიციატივებიც, რომელთა დიდი ნაწილი სოციალური პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. თბილისის პარალელურად შეხვედრები იმართება რეგიონებშიც. სულ უფრო მწვავდება რიტორიკა და ურთიერთბრალდებები. ორივე მხარე მოახლოებულ არჩევნებს რეფერენდუმად აცხადებს.

მიდიხარ არჩევნებზე?