არჩევნები 2024 – პარტიების საარჩევნო კამპანია
ოპოზიცია ამომრჩეველთან ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მოსახლეობას დედაქალაქსა და რეგიონებში ხვდებიან და საარჩევნო პროგრამას აცნობენ. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლებს ხუთ ძირითად პრიორიტეტზე ესაუბრა, რომელსაც არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში, ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმობა. დაპირებებს შორის არის ევროკავშირისგან 14 მილიარდი დოლარის დახმარების მოპოვებაც. კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრებმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა დღეს დედაქალაქში გააცნეს.