#არჩევნები 2024 – ცესკო-ს წინასწარი მონაცემები
ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ოპოზიციამ კი, საერთო ჯამში, დაახლოებით 37 პროცენტი მიიღო. მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
დათვლილია უბნების 99.64 პროცენტი, ახლა ელოდებიან 9 უბნის შედეგებს უცხოეთიდან.
მონაცემები ამ დროისთვის ასეთია: „ქართული ოცნება“ – 54.08 პროცენტი,
„კოალიცია ცვლილებებისათვის“ – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა “ – 10.92 პროცენტი,
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12 პროცენტი,
„ძლიერი საქართველო“ – ლელო, „ხალხისთვის“, „თავისუფლებისთვის“ – 8.78 პროცენტი,
„გახარია საქართველოსათვის“ – 7.76 პროცენტი.