არჩევნები 2021 – საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში

საერთაშორისო დამკვირვებლების განსაკუთრებული ინტერესი და პირველადი შეფასებები, რომლის ნაწილიც ხვალ გახდება ცნობილი.

მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის 1024 წარმომადგენელი აკვირდება. ყველა თანხმდება, რომ ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესების სამომავლო განვითარებისთვის და ამას ხელი კენჭისყრის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებამ უნდა შეუწყოს. საერთშორისო სადამკვირვებლო მისიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესებს საარჩევნო უბნებში. მათ დღის განმავლობაში შეხვედრები გამართეს ხელისუფლებისა და ცესკოს წარმომადგენლებთან.

მიდიხარ არჩევნებზე?