„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

არასამთავრობოები შედეგების გაბათილებას ითხოვენ

საია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არგუმენტით ყველა იმ უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვს, სადაც კენჭისყრა ელ-ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

კონკრეტულად ლაპარაკია 2263 უბანზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები უკვე წარადგინა. მათი განცხადებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საჭირო ხდება ხელახალი არჩევნების ჩატარება. საია-ს მტკიცებით, კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ კი 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები და 246 უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 417 305. საჩივრები დაწერილია უბნებზე იდენტიფიცირებული ისეთი ხასიათის დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს – ფარულობას და ნების თავისუფალ გამოხატვას.

მიდიხარ არჩევნებზე?