არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები

საარჩევნო პროცესს აკვირდება და პერიოდულად მედიისთვის ბრიფინგებს მართავს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

დარღვევებს შორის მესამე სექტორის წარმომადგენლები განსაკუთრებულ აქცენტს საარჩევნო უბნებიდან 100-მეტრიანი რადიუსის დარღვევაზე აკეთებენ. ორგანიზაციებს საკუთარი სადამკვირვებლო ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰყავთ გადანაწილებული. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა ნების კონტროლის და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, ასევე მოსყიდვის ცალკეული შემთხვევები.

მიდიხარ არჩევნებზე?