ვაზისუბნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები იმყოფებიან, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები იმყოფებიან, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ქართული ოცნების“  დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, ნიკა მელიამ წააგო არჩევნები, ახლა დადის და პროვოკაციებს აწყობს.

„ნიკა მელიამ წააგო არჩევნები დადის და ეძებს პროვოკაციებს. სადაც მივა ყველა უბანზე დახვდებიან. ეს უბანი მოგებული აქვს კახა კალაძეს და ეს კაცი აქ პროვოკაციის გამო არის. „ქართული ოცნების“ არც ერთი ხმა არ დაიკარგება“, – განაცხადა დავითულიანმა.

ამასთან, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ შუქი საარჩევნო უბანზე სპეციალურად ჩააქრეს და დანაშაულებრივი ჯგუფების მობილიზება მოახდინეს.

„ჩააქრეს შუქი იმ შენობაში, სადაც ყველგან შუქია და უბანზე არ არის. მოახდინეს დანაშაულებრივი ჯგუფის მობილიზება. დეპუტატები უდგანან სათავეში. არ გაგივა კალაძე. რაც არ უნდა კორცხელი მოგეწყო, გეძალადა ჟურნალისტებზე, დაგეპატიმრებინა ადამიანები უკანონოდ. ზუსტად ვიცით, რა ბრძოლაში ვართ. ჩვენი ინტერესი არ არის ამათ ავყვეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მიდიხარ არჩევნებზე?