„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

თინა ბოკუჩავა – 26 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე წყვეტს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების, ჩვენი ევროპული განვითარების ბედს, ამიტომ, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა

ჩვენთვის დღეს მთავარია, რომ ყველანი ვიდგეთ აქ, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღევანდელ მარშზე განაცხადა.

როგორც მსვლელობისას ბოკუჩავამ აღნიშნა, საქართველოს ბედი წყდება 26 ოქტომბერს.

„26 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე წყვეტს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების, ჩვენი ევროპული განვითარების ბედს. ამიტომ, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა, ერთად დგომა, კონსოლიდაცია, რომ მოვიშოროთ ივანიშვილი და ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში იმართება.

მიდიხარ არჩევნებზე?