„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

შალვა პაპუაშვილი – 99 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 90 მანდატს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის

ხმების 99 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54 პროცენტს, ანუ 90 მანდატს 150-ადგილიან პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის.

„მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს „ქართული ოცნების“ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მიდიხარ არჩევნებზე?