საქართველოს პირველ არხზე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დებატები 14 სექტემბერს გაიმართება

14 სექტემბერს პირველ არხზე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები გაიმართება.

დებატებში მონაწილეობას მიიღებს 11 კვალიფიციური პარტიის წარმომადგენელი. კერძოდ: „მესამე ძალა“ -N1; „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – N2; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – N5; „ევროპელი დემოკრატები“ – N6; „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – N7; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – N8; „ლელო“ – N9; „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – N10; „კანონი და სამართალი“ – N12; „გირჩი“ – N36 და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – N41;

დებატები საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში 22:00 საათზე შედგება.

21 სექტემბერს კი დებატები, თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება.

მიდიხარ არჩევნებზე?