„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც მიმდინარეობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 317 119 შეადგენს. აჭარის ხუთი საარჩევნო ოლქიდან, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმშია რეგისტრირებული – 154 357 ამომრჩეველი; ყველაზე მცირერიცხოვანი ოლქი კი შუახევია – 14 454; ქედაში – 15 581 ამომრჩველი; ქობულეთი – 66 235;  ხელვაჩაური – 43 271; ხულო – 23 221 ამომრჩეველი. უბნების საერთო რაოდენობა შეადგენს 317-ს, საიდანაც 251 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. 66 უბანზე არჩევნები ძველი წესით   ჩატარდება. გარდა ამისა, აჭარის რეგიონში 114 ადაპტირებული უბანი გაიხსნება.

აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 14 პოლიტიკური სუბიექტია დარეგისტრირებული:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კი ევროპას-სტრატეგია აღმაშენებელი“ (შემოკლებული დასახელება: „კი ევროპას“) საარჩევნო სახელწოდებით: „კი ევროპას“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნა“, საარჩევნო სახელწოდებით: „ტრიბუნა“;  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (შემოკლებული დასახელება: მპგ „ქართული ოცნება“) საარჩევნო სახელწოდებით: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სახელწოდებით: „გახარია საქართველოსთვის“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება „გირჩი“) საარჩევნო სახელწოდებით: „გირჩი“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, საარჩევნო სახელწოდებით: „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ (შემოკლებული დასახელება: „ევროპელი დემოკრატები“) საარჩევნო სახელწოდებით: „ევროპელი დემოკრატები“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ საარჩევნო სახელწოდებით: „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობისთვის“, საარჩევნო სახელწოდებით: „სამართლიანობისთვის“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო სახელწოდებით: „თავისუფალი საქართველო“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პარტია „საქართველო“, საარჩევნო სახელწოდებით: „საქართველო“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ (შემოკლებული დასახელება: „ერთიანობა-ენმ“) საარჩევნო სახელწოდებით: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (შემოკლებული დასახელება: „საქართველოს პატრიოტები“) საარჩევნო სახელწოდებით: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი ერთობა გვარამია მელია“ (შემოკლებული დასახელება: „ახალი ერთობა“) საარჩევნო სახელწოდებით: „ახალი ერთობა გვარამია მელია“.

მიდიხარ არჩევნებზე?