საია – არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ელენე ხოშტარია, ის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, რაც გამორიცხავს მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას, სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მივმართავთ ცესკო-ს

არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ელენე ხოშტარია, ის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, რაც გამორიცხავს მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას, სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მივმართავთ ცესკო-ს, – აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საკუთარი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 20:00 საათის მდგომარეობით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია ინფორმაციას ავრცელებს საია-ს დამკვირვებლების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების, ასევე იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც კენჭისყრის დღის მეორე ნახევარში საარჩევნო უბნებსა და მათ პერიმეტრებზე გამოვლინდა.

„საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ გლდანის 31-ე უბანზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის („ვი პი ენ ჯორჯია“) დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ელენე ხოშტარია. ის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, რაც გამორიცხავს მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას. საია ამ ფაქტზე რეაგირებისთვის, სტატუსის მოხსნის მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს“, – აცხადებენ საია-ში.

მიდიხარ არჩევნებზე?