
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ფუნდამენტური თავისუფლებები და პოლიტიკური პლურალიზმი უნდა იყოს დაცული, რომ საქართველომ შეძლოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
მისი თქმით, ფუნდამენტური თავისუფლებები და პოლიტიკური პლურალიზმი უნდა იყოს დაცული, რომ საქართველომ შეძლოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება.
„ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნები ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ახლახან ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება გამოიძიებს დარღვევების შესახებ ბრალდებებს. ფუნდამენტური თავისუფლებები და პოლიტიკური პლურალიზმი უნდა იყოს დაცული, რომ საქართველომ შეძლოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება“, – წერს სოციალურ ქსელ X-ში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო.
Les conclusions préliminaires de @osce_odihr confirment nos préoccupations concernant l’évolution récente de la situation en Géorgie où viennent de se tenir des élections législatives.
Nous attendons des autorités qu’elles enquêtent sur les allégations d’irrégularités.
1/2
— Jean-Noël Barrot (@jnbarrot) October 27, 2024