„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსიტუტის დირექტორი დენ თვაინინგი – მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის სურვილს, ჰქონდეთ დემოკრატიული არჩევნები, დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გვყავს

ძალიან ვამაყობთ, რომ ვიმყოფებით აქ, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის სურვილს, ჰქონდეთ დემოკრატიული არჩევნები, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსიტუტის პრეზიდენტმა, დენ თვაინინგმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსიტუტს დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰყავს.

„ჩვენ ვართ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ჩვენი მისიის დელეგატები არიან კონგრესმენი ჯონ შინკუსი აშშ-დან და შვედეთის პარლამენტის წევრი – მარგარეტა სიდერფილდი. ძალიან ვამაყობთ, რომ ვიმყოფებით აქ, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის სურვილს, ჰქონდეთ დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ უკვე გავხსენით პირველი უბანი, დავაკვირდით მის გახსნას. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვყავს დამკვირვებლები“, – განაცხადა დენ თვაინინგმა.

მიდიხარ არჩევნებზე?