„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

საერთაშორისო ექსპერტი კანდელა სოლ სილვა – დღეს ვნახე სრული გამჭვირვალობა, ყველგან იყო მშვიდი ატმოსფერო და ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული

დღეს ვნახე სრული გამჭვირვალობა, ყველგან იყო მშვიდი ატმოსფერო და ყველაფერი იყო კარგად ორგანიზებული, – ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრმა, კანდელა სოლ სილვამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებს აკვირდებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები.

„მე ვარ არგენტინიდან. გახლავართ ჟურნალისტი. დღეს ვნახე სრული გამჭვირვალობა. წვდომის პრობლემა არ მქონია არცერთ საარჩევნო უბანზე. ყველგან იყო მშვიდი ატმოსფერო და ყველაფერი იყო კარგად ორგანიზებული. ქართველმა ხალხმა საკუთარი სათქმელი თქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებს აკვირდებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ამას მოაქვს მეტი გამჭვირვალობა და სანდოობა საარჩევნო პროცესისადმი. გამჭვირვალობა და სანდოობა კი მნიშვნელოვანია ევროპისთვის“, – განაცხადა კანდელა სოლ სილვამ.

მიდიხარ არჩევნებზე?