„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

საერთაშორისო დამკვირვებელი მარკ გერინი – საქართველოს მხრიდან 26 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ სამაგალითო მომზადება, საარჩევნო პროცესი იყო ლიბერალური

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არჩევნების შედეგების შესაფასებლად არ ვართ, ჩვენ ვაფასებთ, როგორ წარიმართა პროცესი, ჩვენ ვნახეთ საქართველოს მხრიდან სამაგალითო მომზადება, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, მარკ გერინმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს შეეძლოთ, ნათლად გამოეხატათ თავიანთი აზრი.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ რვა საარჩევნო უბანი, დავაკვირდით პროცესს. უბნების გარეთ იყვნენ ადამიანები, ვინც საუბრობდნენ და ეს დემოკრატიული პროცესია, ამას დაძაბულობად ვერ აღვიქვამთ. ადამიანებს შეეძლოთ, ნათლად გამოეხატათ თავიანთი აზრი. საარჩევნო პროცესი იყო ლიბერალური, რომ თავისუფლად გამოეხატათ ხმა, ამ სისტემით გარანტირებულია ხმების დაცულობა“, – განაცხადა გერინმა.

მიდიხარ არჩევნებზე?