„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალეზ გალარზა – საქართველოში გუშინდელი არჩევნები შეესაბამებოდა გამჭვირვალობის და სამართლიანობის უმაღლეს დასავლურ სტანდარტებს

ის, რაც გუშინ ვნახეთ, იყო უნაკლო საარჩევნო დემოკრატიული პროცესი, ყველაფერი, რაც ვნახეთ, ყველგან, სადაც მივედით, ყველა, ვისაც ვესაუბრეთ, შეესაბამებოდა გამჭვირვალობის და სამართლიანობის უმაღლეს დასავლურ სტანდარტებს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, საერთაშორისო დამკვირვებელმა, ხორხე გონსალეზ გალარზამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი იყო გუშინდელი არჩევნების მთავარი გმირი.

„მოქალაქეები ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ მშვიდობიანად, ისინი ამას აკეთებდნენ იმ პროფესიონალებისადმი პატივისცემით, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ მოხარული ვართ, განვაცხადოთ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიხილეთ, ჩატარებული იყო სამაგალითოდ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ახალი ტექნოლოგიური ცვლილებებით და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საქართველოს საარჩევნო სისტემის მოდერნიზების პროცესში გარდამტეხი მომენტი. მინდა, აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხი გაცნობიერებული იყო ახალი წესების შესახებ და მათ იცოდნენ, როგორ უნდა მიეცათ ხმა. ჩვენ არ გვინახავს ჩხუბი. პირიქით, ის რაც დავინახეთ, იყო ზოგადი სიმშვიდის შეგრძნება. ქართველი ხალხი საარჩევნო უბნებზე მშვიდად მიდიოდა. ჩვენ ასევე ვიცით, რომ თუ ჩხუბი მოხდა, ამაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა გალარზამ.

მიდიხარ არჩევნებზე?