„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

საერთაშორისო დამკვირვებელი კანდელა სოლ სილვა – ჩემი დაკვირვებით, საარჩევნო პროცესი ჩატარდა გამჭვირვალედ, არ მინახავს რაიმე ძალადობრივი ვითარება იმ ადგილებში, სადაც ვიმყოფებოდი

ჩემი დაკვირვებით, საარჩევნო პროცესი ჩატარდა გამჭვირვალედ, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრმა, კანდელა სოლ სილვამ განაცხადა.

„ყველა პროცედურა მკაფიოდ იყო გაწერილი და დამკვირვებლებს ჰქონდათ წვდომა. ამომრჩეველთა აქტივობა იყო შესამჩნევად მაღალი. საარჩევნო უბნებზე გარემო იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული. როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, მე არ მინახავს რაიმე ძალადობრივი ვითარება იმ ადგილებში, სადაც ვიმყოფებოდი. საერთაშორისო სადამკვირვებლო პროცესი ხელს უწყობს არჩევნების საერთო სანდოობას. ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ ქვეყნისა და ლამაზი ხალხის გაცნობა“, – განაცხადა კანდელა სოლ სილვამ.

მიდიხარ არჩევნებზე?