„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

საერთაშორისო დამკვირვებელი ალან ავრილი – არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა დასავლურ ქვეყანაში არსებობს მომზადების ასეთი მაღალი დონე

საერთაშორისო დამკვირვებელის, კომპანია „აპერის“ ხელმძღვანელის, ალან ავრილის შეფასებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო.

„ფრიად გაკვირვებული ვარ, რადგან საარჩევნო პროცესი, როგორ ჩანს, შესანიშნავად არის ორგანიზებული. ჩემი აზრით, ისინი მიყვებოდნენ ევროკომისიის ინსტრუქციებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან კარგად ორგანიზებული არჩევნები იყო და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა დასავლურ ქვეყანაში არსებობს მომზადების ასეთი მაღალი დონე. ძლიან საინტერესო იყო იმის ნახვა, რომ უბნებზე საარჩვენო სისტემებს ძირითადად ქალები აკონტროლებდნენ. ჩვენ მათ ვესაუბრეთ. ისინი დიდი მონდომებით ასრულებდნენ სამუშაოს. ჩვენ ვნახეთ ხალხი, რომელიც რეალურად არის ჩართული დემოკრატიულ პროცესში. ეს ძალიან კარგი სანახავი იყო ჩვენთვის“, – განაცხადა ალან ავრილმა.

მიდიხარ არჩევნებზე?